"ქართული ოცნება" ლგბტ პროპაგანდის პრევენციისთვის ინიცირებული კანონპროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას განაგრძობს.

 საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს ბათუმში შედგება.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მესამე შეხვედრას გუშინ ოზურგეთმა უმასპინძლა.

მსგავს ფორმატში ხალხთან კომუნიკაცია 17 მაისს დასრულდება. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 113 ხმაა საჭირო.