საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ბაქრაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

"სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის რაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს - არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება.