ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება.
მოსახლეობის საყურადღებოდ!
ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ფერდობიდან ქვის ცვენის საფრთხე კვლავ არსებობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საღამოს 20:30 საათიდან დილის 9:00 საათამდე აღნიშნულ მონაკვეთზე მოერიდოთ ყველანაირი ავტოტრანსპორტით გადაადგილებას. - ნათქვამია განცხადებაში.