შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. 
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენისა და ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი. 
ქიმიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 63, მინიმალური გამსვლელი ქულა   - 16.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70,  მინიმალური გამსვლელი ქულა  - 18.
სამოქალაქო განათლების ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა -16.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ისტორიაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი. 
დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

ქართული ენა და ლიტერატურა I ვარიანტი - შეფასების სქემა

ქართული ენა და ლიტერატურა II ვარიანტი - შეფასების სქემა

ქართული ენა და ლიტერატურა III ვარიანტი- შეფასების სქემა

ქართული ენა და ლიტერატურა IV ვარიანტი- შეფასების სქემა

ქართული ენა და ლიტერატურა - დამატებითი სესია - შეფასების სქემა

ოსური ენა - შეფასების სქემა

ისტორია - I ვარიანტი - შეფასების სქემა

ისტორია - II ვარიანტი - შეფასების სქემა

ისტორია - III ვარიანტი - შეფასების სქემა ისტორია - დამატებითი სესია - შეფასების სქემა

ქიმია - შეფასების სქემა

სახვითი და გამოყენებითი და ხელოვნება - შეფასების სქემა

სამოქალაქო განათლება - შეფასების სქემა