2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა კუნჭულიამ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირების - თეიმურაზ ჭიტაძის, თამაზ ნიკიტინისა და ზაურ თენიეშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ყვავილებით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი.