ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე განიხილეს  დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიუჯეტის საკითხები, ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები; ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრას მერის მოადგილეები ბექა ჩხიკვიშვილი და სოფო რამიშვილი ესწრებოდნენ.