პირველკლასელები მათე და ბარბარე, რომელთა სახლებიც სტიქიის გამო დაზიანდა, დღეს ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნათია გოლიაძესთან ერთად, #1 საჯარო სკოლაში მიაცილა. 

"მათე და ბარბარე პირველ კლასში წავიდნენ - მათ ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპი დაიწყო! დანაპირები შევუსრულე და დღეს, მშობლებთან ერთად სკოლაში მივაცილე. სამწუხაროდ, მათეს და ბარბარეს სტიქიის შედეგად მოუხდათ საცხოვრებელი სახლის დატოვება და ოჯახთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, თავისი ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრისი ჰქონდეთ," - აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.