ოზურგეთის ტექნოპარკში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,მწვანე გურია - ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელებს.

პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის სოციალურ- ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

ახალი პროექტის პრეზენტაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.