გურიანთის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად კიდევ ორი ხიდი დააზიანდა, რომელთა აღდგენა-განახლების სამუშაოებს, მუნიციპალიტეტი თანმიმდევრულად ახორციელებს.

ერთი ხიდი უკვე დასრულებულია, ხოლო ვაშნარის დასახლებაში, მეორე ხიდის მშენებლობის შესახებ, მომზადებულია საპროექტო დოკუმენტაცია და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი.


მშენებლობის ადგილას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა.

სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში ხორციელდება.