მალაზონიასა და ბაქრაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

 „როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ქალაქ ოზურგეთში, მალაზონიასა და ბაქრაძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ და მისი ბიუჯეტი 1 150 000  ლარს შეადგენს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!“- განაცხადა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მათივე ცნობით ასევე დაიწყო  რთული საგზაო მონაკვეთების განახლება მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც გადაადგილების პრობლემა დგას და მოქალაქეებს, ყოველდღიურად დაზიანებული გზით სარგებლობა უწევთ.