ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, შემოქმედელ მიტროპოლიტ მეუფე იოსებთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებაზე მოსწავლეების და პედაგოგების მონაწილეობით ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა.