"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძის თქმით, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დამფუძნებლების მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადება პროპაგანდის ნაწილია.

"ეს არის პროპაგანდის ნაწილი, ეს არის ე.წ. რბილი ძალა. 12 წელი გავიდა და ახლა ეუბნებიან ხალხს, რომ ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, რომ ვიღაცებს გავასამართლებთ თავიდან. ნაცმოძრაობის რამდენიმე ლიდერი გასამართლებული ჰყავთ, არ ვიცი, ალბათ თავიდან აპირებენ ამ ხალხის გასამართლებას," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.