მგონი ცხოვრებაში პირველად ვწერ ფეხბურთზე რაღაცას.. გუშინ Canal + ზე ვუყურე მატჩს, რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციულად მისი განხილვა და ფეხბურთელებთან ინტერვიუები კიდევ 40 წუთს გაგრძელდა პირდაპირი ჩართვით სტადიონიდან. ეს ერთერთი ყველაზე მდიდარი არხია მსოფლიოში და შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს. - ამის შესახებ მწერალი და ესეისტი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ რაზეც არ უნდა ელაპარაკათ მაინც კვარაცხელიას ახსენებდნენ თან ისეთი ცენტრალური მოწიწებით და პატივისცემით, როგორითაც ალბათ ერთ დროს ფრანც ბეკენბაუერს ან მიშელ პლატინის, განსახვავება ის არის, რომ კვარაცხელიას ხუთიდან ოთხ შემთხვევაში- მატჩის მსვლელობისასაც და მერეც - მოიხსენებენ არა გვარით, არამედ le géorgien - ქართველი! დაახლოვებით, როგორც რიდლი სკოტის "გლადიატორში" ესპანელს! . . უნდა გითხრათ, 35 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ და სულ რომ შევკრიბო რამდენჯერმაც საფრანგეთის ყველა არხმა ამ ხნის განმავლობაშ სიტყვა ქართველი ახსენა, ალბათ გუშინდელის ნახევარიც კი არ გამოვა.
მე საერთოდ გადაჭარბებული სპორტული პატრიოტიზმისგან ძალიან შორს ვარ, ცოტა ირონიითაც კი ვუყურებ , მაგრამ ვაღიარებ რომ ამ სიტყვის ასეთი პატივისცემით ამდენჯერ მოსმენა სასიამოვნოა.. განსაკუთრებით დღევანდელი საყოველთაო "გეომარაზმის" გათვალისწინებით, სადაც დადებით კონტექსტში თითქმის არც ერთ ეროვნებას აღარ ახსენებენ." - წერს პაატა ქურდაძე "ფეისბუკზე"