ზუგდიდში, სასტუმრო "გარდენ პალასში" გაიმართა შეხვედრა პარტია "თავისუფლების მოედნის" ლიდერებს და ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს შორის.
შეხვედრის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ლევან ცუცქირიძეს და მათივე ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტია "ახალის" პოლიტსაბჭოს წევრს მაია კალანდიას შორის, რომელმაც ლევან ცუცქირიძეს განუცხადა: "ბატონო ლევან თქვენ საქართველოში ორი კაცი არ გიცნობთ… თქვენ ძალიან ცოტა გიცნობთ იმისთვის რო ლევან ცუცქირიძედ მოგიხსენიონ…", "თქვენი პასუხი არის ერთი რამ, თქვენ თამაშობთ ბიძინას თამაშს…".