სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო .

"მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.

დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს… 

განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ... 


შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.
ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III  
 

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. 

ნანგრევებიდან ამოყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა