პერუს სამხრეთ ნაწილში, ნასკას ხაზების არქეოლოგიური კომპლექსის თავზე ფრენის დროს ტურისტული მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.
მცირე ზომის თვითმფრინავი, Cessna Caravan C-208, ეკუთვნოდა ადგილობრივ პერუს ავიაკომპანია Aerodiana-ს და აფრინდა პისკოს აეროპორტიდან დაახლოებით ადგილობრივი დროით 12:10 საათზე.
დაახლოებით ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ეკიპაჟმა საგანგებო სიტუაციის შესახებ აცნობა ნასკას აეროპორტის საკონტროლო კოშკს, რის შემდეგაც რადიოკავშირი გაწყდა, ნათქვამია ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
პერუს მაუწყებლის RPP-ის ცნობით, ჩამოვარდნის შემდეგ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ნებისმიერი სამაშველო ოპერაცია შეუძლებელი გახდა. ხანძრის ჩასაქრობად და სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მეხანძრეები და მუნიციპალური პოლიციის თანამშრომლები გაიგზავნნენ.