არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის და გასაგებია, რომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდება ეს ყველაფერი, ეს ქსელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამწუხარო ის არის, რომ არიან ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები, რომლებიც ჩართული ჰყავთ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რადიკალიზმის გაღვივებაში, ეს არის სერიოზული პრობლემა, სერიოზული გამოწვევა, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა