საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო.
ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი და ჭეშმარიტი პატრიოტი.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.