წყალმომარაგება როგორც მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მთლიანობაში ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„მთლიანობაში ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები. წლის ბოლომდე 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი. 2026 წელს ამას დაემატება 14 ქალაქი, 2027 წელს 3 ქალაქი და საბოლოო ჯამში წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებლივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.