საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი, ონკოლოგი,  პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა

რემა ღვამიჩავა  იყო ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური–ორდინატორი (1985–1987წწ.);  ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი(1987–1989წწ.) ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი(1989–1992წწ); 1992 წლიდან ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი.

რემა ღვამიჩავა ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის და ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი.