აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მე-2 კურსის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას და მზად ვართ , ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით , რომლებიც აცნობიერებენ სწორ , მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.

ერთხმად და მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციას და გვაშორებს ღირსეულ მომავალს." - წერია განცხადებაში.