ქუთაისის საკრებულოს წევრი დარეჯან ფხაკაძე გარდაიცვალა.

დეპუტატი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, სადაც ბოლო პერიოდში მკურნალობის კურსს გადიოდა.

დარეჯან ფხაკაძე საკრებულოში “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდა. მოგვიანებით კი საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებდა.