შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიექუთაენებით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.