შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

"საგამოცდო სექტორში შესვლისთანავე გამოსაცდელი ვალდებულია: 

დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი;

სამუშაო მაგიდაზე დაალაგოს მხოლოდ ნებადართული ნივთები - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კალამი, პასუხების ფურცელი და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, ტაბულა);

წყალი გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლით უნდა დადგას იატაკზე;

შეამოწმოს პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ დაუზიანებელია და დაადასტუროს სექტორის უწყისში ხელმოწერით (სახელის ინიციალისა და გვარის ჩაწერით);
პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი გამოსაცდელმა თავად უნდა ჩაწეროს სექტორის უწყისის შესაბამის ველში;

ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანისა და საგამოცდო დროის ათვლის შემდეგ;
გამოსაცდელმა უნდა დაიცვას დამკვირვებლის მითითებები;

გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი გამოსაცდელებს შეახსენებს დროს, რათა დროულად დაასრულონ ტესტზე მუშაობა;

საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელს არ აქვს უფლება გააგრძელოს მუშაობა პასუხების ფურცელზე;
ტესტზე მუშაობის ადრე დასრულების შემთხვევაში, ნაშრომი და ფურცლები შავი სამუშაოსათვის უნდა ჩააბაროს დამკვირვებელს დადგენილი წესით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას! " - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.