ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მდებარე ტყეში მკვლელობა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, სამი მეზობელი ტყეში შეშის მოსაჭრედა იყო წასული. აქედან ერთ-ერთმა სოფელს შეატყობინა რომ ორ მეზობელს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. რა დროსაც 60-წლამდე კაცი 40-წლამდე მეზობელმა მოკლა. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.