თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 9 ნოემბრის 00:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩიდან (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება. აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.

ამასთანავე, 5  ნოემბრის 00:00  საათიდან 15 დღის განმავლობაში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩებისკენ    გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ზანდუკელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის ქუჩაზე მოტრიალებით, შემდეგ კი - მერაბ კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის ქუჩებისა და პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით, თამარ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო." - ნათქვამია მერიის განცხადებში.