თბილისის სააპელაციო სასამართლომ წალკისა და თეთრი წყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და გააუქმა თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით სქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ინფორმაციას ავრცელებს. 

 "საზოგადოებას ვუზიარებთ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიების სააპელაციო საჩივარს.


⭕ აპელანტები გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად ითხოვენ საოლქო საარჩევნო კომისიებიდან გამოთხოვილი ბიულეტენებისა და სხვა მტკიცებულებების საქმიდან ამოღებას, რომლებიც სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიკვლია. 

❗️განსაკუთრებულ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივარში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია მოსამართლის მეუღლის პირადი მოსაზრებები საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებით, რაც აპელანტების აზრით, შესაძლოა გადაწყვეტილების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდეს.

იხილეთ სააპელაციო საჩივარი: https://shorturl.at/WzEpQ