საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, რიკოთის გვირაბზე მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად, მედიატური გაიმართა.  შეხვედრის მიზანი ჟურნალისტებისთვის მიმდინარე პროექტების და ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის წარდგენა იყო.

დეპარტამენტის წარმომადგენლები მედიატურის მონაწილეებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.  ეს გზა წარმოადგენს ევროპას და აზიას შორის საკვანძო დერეფანს, საერთაშორისო ვაჭრობისთვის. საუბარი იყო ჩრდილო-სამხრეთის, კახეთის მიმართულებასა და არამაგისტრალურ გზებზე.

მედიატურის მონაწილეებმა რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობა და უკვე დასრულებული მონაკვეთები დაათვალიერეს. დაგეგმილი 51 გვირაბიდან 50 უკვე გაჭრილია; 97 ხიდიდან აშენებულია 89; 38 გვირაბით და 65 ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის და აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია, რომლის ჯამური სიგრძე 51,6 კილომეტრია.

რიკოთის საუღელტეხილო გზა გადის ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე. პროექტის ღირებულება 2 მილიარდ 546 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტს რამდენიმე დონორი ორგანიზაცია აფინანსებს - ესენია: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

პაატა ვარდანაშვილის ფოტოები