შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, თბილისსა და რეგიონებში, ახალი უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ბაზაზე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დრონის მართვის გადამზადების კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს.
ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, შემთხვევის ადგილზე, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება საშუალებას აძლევს გამოძიებას მტკიცებულებათა მაღალი ხარისხის ვიზუალი მიაწოდოს. - ნათქვამია შსს-ს გავრცლეებულ ინფორმაციაში.