ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FFF) ნაშუადღევს განაცხადა დიდიე დეშამის დედის გარდაცვალების შესახებ, ერაყთან გამარჯვებიდან სულ რამდენიმე საათში.
"საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე მყოფ FFF-ის პრეზიდენტთან, ფილიპ დიალოსთან შეთანხმებით, დიდიე დეშამმა გუნდის ხელმძღვანელობა თავის ასისტენტს, გი სტეფანს მიანდო, სანამ თავად დაბრუნდება", - აღნიშნა ფედერაციამ.