საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა წყალტუბოს მერიაში მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებაზე უფლებამოსილი პირებისთვის სწავლება ჩაატარეს.
სწავლების მიზანი მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმისა და უსაფრთხოების პასპორტის პროექტების შემუშავება იყო.ტრენინგში მონაწილეობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წყალტუბოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების წარმომადგენლები, ასევე მერიისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები.პროექტის ფარგლებში მოეწყო მეხანძრე-მაშველთა სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა და გაიმართა სამაგიდე სწავლება.