საგანმანათლებლო პროგრამა„შეეხე ისტორიას ხელებით“ ვაგრძელებთ კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას ახალგაზრდებში.

საგანმანათლებლო პროექტის „შეეხე ისტორიას ხელებით“ პროექტის ფარგლებში ამჯერად წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მე-4 კლასის მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ. (პედაგოგი მანანა გოგიბერიძე).შეხვედრა ინტერაქტიულ-შემეცნებით ფორმატში ჩატარდა და გაკვეთილი დაეთმო ქალაქის გამორჩეული ურბანული ძეგლების მხატვრული მახასიათებლების განხილვას. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ძეგლების არქიტექტურული თავისებურებების, დეკორატიული ელემენტებისა და მათი ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.გაკვეთილს, ხელოვნებათმცოდნე სოფიო სანიკიძე უძღვებოდა.