ქ. საგარეჯოში კოსტავას ქუჩაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ემზარ კუჭუაშვილთან ერთად მოინახულა, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა, არსებულ საჭიროებებზე გაესაუბრა და მოსაზრებები მოისმინა.

ადგილობრივბმა ხელისუფლების პირველ პირებს მადლობა გადაუხადეს წინასაარჩევნო დაპირების სისრულეში მოყვანისთვის და წარმატება უსურვეს სამომავლო საქმიანობაში.

ავთანდილ გულიკაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პროექტს სხვადასხვა ეტაპზე საჭიროებების დროულად მოგვარების მიზნით, პირადად გაუწევს მონიტორინგს.