ავთანდილ გულიკაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი განათლების განვითარების ხედვაზე, ახალგაზრდებისთვის წამახალისებელ სამომავლო გეგმებსა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უახლოეს კვირებში განსახორციელებელ ღონისძიებებს, რომელიც მოსწავლეებისთვის და აბიტურიენტებისთვის გაიმართება. ასევე დაბა ბაკურიანში დაგეგმილ   საზაფხულო ბანაკს, "გახდი თვითმმართველი და განავითარე შენი თემი", რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იწყება. 

,განათლება და განათლებული მომავალი თაობა ჩვენთვის პრიორიტეტია. თქვენი როლი კი ამ საქმეში უდავოდ დიდია. თქვენ ხართ ადამიანები, რომელთა აზრი და რჩევები საყურადღებო და მნიშვნელოვანია.“ - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა საუბრისას სკოლის დირექტორებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს მნიშვნელოვან საკითხებში ოპერატიული ჩართულობისა და თანადგომისათვის. დღესვე, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, სტუმრებს სამაგიდო წიგნი - ექსკლუზიური გამოცემა „გარეჯელები“ გადაეცათ საჩუქრად.