საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ძმა მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როდესაც ძმები ქორწილში მიდიოდნენ.
სავარაუდო თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება.