იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელი ზაურ ქათამაძე, ბულგარეთში მიმდინარე პარამკლავჭიდის 27-ე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად, მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ზაურ ქათამაძე სპორტის ამ სახეობაში 2019 წლიდან ასპარეზობს. დღემდე მას   არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვს მოპოვებული.