სენაკის რაიონულმა სასამართლომ გაითვალისწინა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და 72 წლის კაცს, რომელიც მეზობელი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში, მუქარასა და სხვა სექსუალური ხასიათის დანაშაულშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ ძალადობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედება და გარყვნილი ქმედებები განახორციელა. ასევე ბრალდებული დაზარალებულს მომხდარი ფაქტების გახმაურების შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრა".
ბრალდებული პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.