სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით რკინიგზის მიმდებარე სკვერში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სატელევიზიო პროექტ ,,რანინას" გამორჩეული მონაწილეების:ნიკოლოზ ხარატის, ოთო ბაზერაშვილის, ვაჩე ღვინიაშვილის, ანასტასია ვასაძის, სოსო ჩაჩუას, მარიამ გომიაშვილის, დათუნა კერესელიძის, გაბრიელ ლომსაძის და გეგა შონიას კონცერტი გაიმართა.
კონცერტმა სამტრედიელი მაყურებელი ძალიან გაახარა და სრული ანშლაგით ჩაიარა.