მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მე- 6 ბაგა-ბაღში, ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, კულტურის ცენტრის, ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. 

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი სახსრებით, მე-6 ბაგა-ბაღში სტიქიის შედეგად დაზიანებული ძველი, ამორტიზებული სახურავი შეიცვალა თანამედროვე თუნუქის სახურავით. ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ბაგა-ბაღში ფოიეს რეაბილიტაციაც მიმდინარეობს.

ტოლებში, მდინარე ხევის წყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია უტარდება ხიდს, რაც ადგილობრივების კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.