სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა გაბიონები, რაც უხვი ნალექის დროს ტერიტორიის დატბორვის პრევენციასა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მერის პირველი მოადგილე ამირან თევდორაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად ახორციელებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.
დავით ბახტაძის თქმით, ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ უბანში კაპიტალური გზის მოწყობაც იგეგმება, რაც ადგილობრივებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.