მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ჯანელიძესთან ერთად მიმდინარე პროექტები დაათვალიერა და  ადგილობრივებს და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს  გაესაუბრა.

ამჯერად, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება აღმაშენებლის ქუჩის მეორე შესახვევში. საწრეტი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს რიონის ქუჩაზე, სადაც ინტესიურად იტბორებოდა მოსახლოება.


სახურავების გადახურვა მიმდინარეობს აღმაშენებლის პირველ შესახვევში და N 244 მრავალბინიანი კორპუსებში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. პარარელურად, მსგავსი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინაროებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.


დავით ბახტაძე -,,ჩვენთვის მთავარია ხარისხი და მოსახლეობა დარჩეს კმაყოფილი თითოეული გაკეთებული პროექტით''.


ინეზა თევზაძე, რიონის ქუჩის მაცხოვრებელი- ,,საშვილიშვილო საქმე კეთდება, ეს იყო ჩვენი მთავარი პრობლემა, მივმართეთ მერს და ხედავთ დღეს აქ სამუშაოები მიმდინარეობს. ასეთი მასშტაბის სამუშაოები რამდენიმე ათეული წელია არ შესრულებულა''.