მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია სამტრედიის N11 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოს ადგილზე გაეცნო.

პირველ ეტაპზე, სკოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარე პროექტირების პროცესის პარალელურად, უკვე დაწყებულია სკოლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დაწყებამდე აუცილებელი მოსამზადებელი და სადემონტაჟო სამუშაოები.

სამტრედიის N11 საჯარო სკოლა სრულად განახლდება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება შენობის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასწავლო და ადმინისტრაციულ სივრცეებს, გაუმჯობესდება საინჟინრო კომუნიკაციები და შეიქმნება  მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული უსაფრთხო გარემო.