საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირ „შავი ზღვის თასს” მეორედ უმასპინძლა.
ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეროვნული
ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 6 ქვეყნის ნაკრები გუნდებმა მიიღო.
„შავი ზღვის თასის” ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა. მასპინძლებმა ტიტული დაიცვეს, ამჯერად ფინალში ბულგარეთის ნაკრები 27-19 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ქართულმა გუნდმა "Grandpas” მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრებს 33-31 აჯობა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ვარძელაშვილი (საქართველოს ნაკრები) გახდა, დაცვის საუკეთესო მოთამაშე - სტოიჩო მიტევ (ბულგარეთი), ხოლო შეტევის - შეტევის კონსტანტინე ჩიკვატია (საქართველო).
ამერიკული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მოწვეულ სტმრებს სპეციალური სიგელები გადაეცათ:
1. მაია აზარაშვილი
2. ამირან ქირია
3. ლუკა ქირია
4. დავით არეშიძე
5. პაველ ფილიპოვი (ყაზახეთის ნაკრები)
6. მარტინ დოიჩევი (ბულგარეთის ნაკრები)
7. ლაშა ნარსია
8. გიორგი დათუნაშვილი
9. ალექს თიგაი
10. გიორგი ვაჩეიშვილი
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციამ ასევე მედლებიათა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა ყველა ის მსაჯი, რომელმაც ტურნირის ჩატარებაში უდიდესი წვილი შეიტანა.