საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 4 აპრილს, განჯინას ეზოში სააღდგომო ფესტივალი გაიმართება, რომელიც ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ბრენდების მხარდაჭერას, მათი პროდუქციის პოპულარიზაციასა და მომხმარებლებთან უშუალო კავშირის გაძლიერებას.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 12 ქართული ბრენდი:
Ganjina Dessert Shop
Marleta Cheese
Graminea Bakery
Tapa Bakery – Georgian Pastry
Giuaan Winery
Majesta Sparkling Wine
Wine of Freedom – Pet-Nat
In Bloom Ceramic Studio
Butko Plants
Gnom Beeswax
Iknit
AAA Sportline
თითოეული მათგანი სტუმრებს საკუთარ გამორჩეულ პროდუქტს წარუდგენს - მათ შორის საკვებს, სასმელს, კერამიკულ ნაწარმს, ნაქსოვ ტანსაცმელს და სხვა.
ფესტივალი ირაკლი აბაშიძის 20-ში, 13:00-დან 21:00 საათამდე გაიმართება.
ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.