საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და საერთაშორისო უნივერსიტეტებში განათლების მიღება სურთ, ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10 და 11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას და მიიღონ ინფორმაცია სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ შემდეგი მიმართულებებით:
• საბაკალავრო პროგრამები;
• სამაგისტრო პროგრამები;
• სადოქტორო პროგრამები;
• ონლაინ პროგრამები;
• კურსები;
• საგანმანათლებლო ბანაკები.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საკონსულტაციო სივრცე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებით არიან დაინტერესებული. მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია Fulbright-ის, Chevening-ისა და Hungaricum-ის პროგრამების შესახებ.
LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება:
• 10 ოქტომბერს, თბილისში, 12:00-დან 17:00 საათამდე , The Biltmore Tbilisi Hotel-ში;
• 11 ოქტომბერს, ბათუმში, 13:00-დან 17:00 საათამდე, Radisson Blu Hotel Batumi-ში.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:
• განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში
• განათლების საერთაშორისო გამოფენა ბათუმში
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.