საქართველოს ფოსტა სამძიმრის წერილს აქვეყნებდა და წერს, რომ ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას კომპანიის თანამშრომელი  ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა.

საქართველოს ფოსტა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
ჩვენთვის ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ამ ტრაგედიის სიმძიმე, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრი, ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა.
ჯაბა საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე მუშაობდა. ის იყო ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგული. ჯაბას გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია.  ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. 
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს." - წერს საქართველოს ფოსტა. 

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. 

ნანგრევებიდან ამოვიყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.