საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით,  17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად, 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში.

ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.

"⛪ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა

🔸 წელს აღნიშნულ დღესასწაულს პირველად აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მეთაურობით. 

🔸 ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებშიც აღინიშნება სასულიერო პირებისა და მრევლის ერთობლივი ლოცვითი მსვლელობით.

🔸 ეს დღე იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა".

შეგახსენებთ, 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.