აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო.

შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ მოადგილესთან რონი მესხთან და დელაგაციის წევრებთან ერთად, ასევე, იმყოფებოდა ,,შეჰიდების ხეივანში", სადაც მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.