საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს არპინე სარგსიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
სომეხმა კოლეგამ, სულხან თამაზაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და მზაობა გამოხატეს, რომ აქტიურად გაგძელდეს მუშაობა მხარეთა შორის არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით.
არპინე სარგსიანმა, ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში მიიწვია და აღნიშნა, რომ ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, არსებული თანამშრომლობის გაფართოებისა და მხარეთა პრიორიტეტული საკითხების განსახილველად.