სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა.
სტუმრებთან ერთად მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერა
. ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლე გაეცნო საქართველოს უმდიდრეს კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და ქართული ოქრომჭედლობის საგანძურს.